ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულებით, უკრაინას დამატებით 600 მლნი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება პაკეტი გადაეცემა.
პაკეტში შედის ”HIMARS” ტიპის სარაკეტო სისტემები, ღამის ხედვის სისტემები, ტერიტორიების განაღმვისთვის საჭირო საშუალებები, საარტილერიო ჭურვები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.
გარდა ამისა, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს უკრაინის სამხედროების მომზადებასაც.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა კიევს 15 მლრდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო.