”მათ, ვინც გვემუქრება, ახალი ბალისტიკური რაკეტა ორჯერ დაფიქრებას აიძულებს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ახალი ბალისტიკური რაკეტა “სარმატი”, რომელიც დღეს გამოსცადეს, ორჯერ დაფიქრებას აიძულებს ყველას, ვიც მათ ემუქრება.

“ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენ ქვეყანას დაემუქროს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ რუსეთში, პლესეცკის კოსმოდრომზე წარმატებით ჩატარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share