ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბესო ქათამაძე დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება, სადაც მესამე პრეზიდენტი შეუუძლოდ გახდა და სხდომიდან ბადრაგების დახმარებით გავიდა:
“როგორი დაუნდობლები ერი ვართ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პრეზიდენტი გამსახურდიაც რომ დაეჭირათ, ალბათ ამაზე უარეს დღეში ეყოლებოდათ.
ვუყურებ კადრებს და თვალწინ ჩემი მეგობარი მიშა, ნაწვალები ძალა გამოცლილი, გაჭაღარავებული კაცი კვლავ ძველებურად შემართებით იდგა.
პუტინის ტყვეობიდან პრეზიდენტის გამოხსნა ღირსების საქმეა.” – წერს ქათამაძე.