საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერგლიოტ ჰოვლანდი კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.
დიპლომატი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე მიმდინარე ზეწოლა, რეპრესიული კანონები და დემოკრატიაზე თავდასხმა მიუღებელია.
”ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციაზე საქართველოს ხელისუფლების ზეწოლით, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებებით, პოლიტიკური პარტიების ამკრძალავი რეპრესიული კანონებით. დემოკრატიაზე ეს თავდასხმა მიუღებელია. საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას”, – საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერგლიოტ ჰოვლანდი წერს.
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ, 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.