გურიის მოამბე

“სიტყვების პოლიცია” – როგორ შეფასდა კანონი, რომელიც მედიას შეზღუდვებს უწესებს

ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მისგან დამოუკიდებელი მედია კანონის ძალით შეზღუდა. უკვე ძალაში შესული რეგულაციით “ოცნება” თავისუფალ მედიასაშუალებების მუშაობის შინაარსს აკონტროლებს და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ერევა. აკვირდება სიტყვებს, ტერმინებს და შეფასებებს. კანონის ამოქმედების პირველივე დღემ აჩვენა, რომ “ოცნებისთვის” ყველაზე პრობლემური შემდეგი ტერმინებია : რეჟიმი, არალეგიტიმური, დეფაქტო.

“ოცნება” კანონს კეთილი მიზნებით ფუთავს. გირწმუნება, რომ მედიის ეთიკურ ჩარჩოში მოქცევა უნდა, თუმცა ასე არც კანონის სამიზნე ორგანიზაციები აღიქვამენ და არც უფლებადამცველები. “ოცნების” მტკიცება მათთვის ეჭვს იმის გამოც იწვევს, რომ კანონი უპირველესად მისგან დმოუკიდებელ არხებს შეახო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა “ოცნების” ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ რეპრესიად მიიჩნიეს და თქვეს, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანი საზოგადოებისთვის შელამაზებული რეალობის ჩვენება და სიმართლის დამალვაა.

“სიტყვების პოლიცია” უწოდა “ოცნების” ახალ პოლიტიკას სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა ახალ კანონში შეზღუდვა მხოლოდ ტერმინებს არ შეეხება. მაუწყებლებს ეზღუდებათ უცხოეთიდან დაფინანსებაც და ქვეყნის შიგნით სოციალური რეკლამის მომსახურებაც. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ რეპრესიებით “ოცნება” მხოლოდ საკუთარ სისუსტეს ავლენს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights