წულუკიანმა კამერული მუსიკალურ ფესტივალზე ზურაბიშვილი უკანა რიგში გადაასმევინა

საქართველოს პრეზიდენტსა და კულტურის მინისტრს შორის დაპირისპირებამ იფეთქა – “ნოდარ მელაძის შაბათის” წყაროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა თელავის თეატრში კამერული მუსიკის საღამოზე მისული სალომე ზურაბიშვილი უკანა რიგში გადაასმევინა.

ფაქტით შეურაცხყოფილმა და ძალიან გაბრაზებულმა პრეზიდენტმა ელისო ვირსალაძის საღამო დროზე ადრე დატოვა.

წყაროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი ფესტივალის ორგანიზატორებს დაფინანსების შეწყვეტით მას შემდეგ დაემუქრა, რაც გაიგო, რომ მუსიკალურ საღამოზე პრეზიდენტს გვერდით უნდა მჯდარიყო.

თელავის თეატრში მომხდარ ფაქტზე საუბარი არ სურს სალომე ზურაბიშვილს, მინისტრი წულუკიანი კი გადაღებ ჯგუფს სამსახურში არ დახვდა.

ადგილზე მისულმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კი გაარკვიეს, რომ წულუკიანმა რეპრესირებული თანამშრომლების ფოტოები ამობეჭდა და დაცვას დაუტოვა რომ შენობაში არავინ შეეპაროს.

თეა წულუკიანი მუზეუმი ციხედ აქცია – ამბობენ მეცნიერები. მათი თქმით, მხოლოდ მას შეუძლია კულტურის სისტემა ძალოვანი უწყებიდან წამოყვანილი კადრებით დააკომპლექტოს. მაგალიათად, განსაკუთრებულ საქმეთა  დეპარტამენტის გამომძიებელი მუზეუმში დაასაქმოს და ფონდები ჩააბაროს, ან სასჯელაღსრულებიდან წამოყვანილ კადრს მუზეუმების თანამშრომლების კომპეტენცია შეასწავლინოს.

გარდა ამისა, მინისტრი წულუკიანი “თუმანიშვილის თეატრის” მსახიობებსაც მიადგა.  ირკვევა, რომ აქ მსახიობების ნაწილს ხელფასი გაუზარდეს, ნაწილს შეუმცირეს,  ამით კი შიდა დაპირისპირების კერა შექმნეს.  ვისაც საერთოდ სახლში გაშვებას უპირებენ, შრომითი ანაზღაურება ასი ლარამდე ჩამოიყვანეს.

სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ სახელმწიფო თეატრში ადამიანების გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share