მდინარაძე წასულებზე: მიაჩნიათ, რომ ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს

ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, 3-მა დეპუტატმა პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

ქართული ოცნების ფრაქციას, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი ტოვებენ. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამის მიზეზი “ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხია”.

“მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი გადაწყვეტილება გააკეთოს. 

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს“. – თქვა მან.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share