ლუგანსკში ოკუპანტებმა კორპუსი დაბომბეს – დაღუპულია 2 ბავშვი

ლუგანსკში, რუსი სამხედროების მხრიდან საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას 11 და 14 წლის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN ლუგანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდნენ 12 და 8 წლის ბავშვები, ასევე 69 წლის ქალი. როგორც მედია წერს ადგილზე პოლიცია ამ დრომდე მუშაობს და შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share