საქართველოს პრემიერმინისტრი ამბობს რომ რთული ეპიდვითარების მიუხედავად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ გადაიდება და ის უსაფრთხო გარემოში ჩატარდება. გიორგი გახარია მოსახლეობას არწმუნებს, რომ საარჩევნო უბნები იმაზე უსაფრთხო იქნება, ვიდრე რომელიმე სავაჭრო ცენტრი, ან მაღაზია- არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს – ამბობს გახარია.
პრემიერმინისტრი მოსახლეობას პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში აღარ იქნება მასშტაბური შეზღუდვები. მისივე თქმით, მძიმე ლოკდაუნი ეპიდემიის პირველი ტალღის დროს აუცილებელი იყო, რადგან ქვეყანაში პირბადეები, ტესტები, საწოლები და სასუნთქი აპარატები არ იყო.
საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მომზადებული, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა – ამბობს გახარია.
მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს პანიკის დათესვას უწყობს ხელს, განცხადება პრემიერმინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.