ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის საქმეზე დებატებისთვის ემზადება

ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის საქმეზე საგანგებო დებატებისთვის ემზადება. გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები 18 ივნისს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, კონკრეტულად კი დაკავებული ჟურნალისტის შესახებ იმსჯელებენ. ევროდეპუტატები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი არის ყველა პოლიტიკური პატიმრის სიმბოლო. ევროპარლამენტის დღის წესრიგში იქნება საგანგებო რეზოლუციის დამტკიცებაც.

აზრი არ აქვს მოსთხოვო ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნოს – საგანგებო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე ევროდეპუტატები  ყვებიან, რა გზას ხედავენ კრიზისიდან გამოსასვლელად.

პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ  საუბრის და გაფრთხილებების ყველა რესურსი ივანიშვილთან და მის გუნდთან უკვე ამოწურულია, რადგან “ოცნება” პუტინის და ლუკაშენკოს გზას ადგას. მხოლოდ ახალი არჩევნები გზა ჩიხიდან გამოსასვლელად – ამბობენ ევროპელი პოლიტიკოსები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights