გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, საბავშვო ისტორიაა, რაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი – ევროპარლამენტარი

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. საბავშვო ისტორიაა ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი შეფასებით, დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია ერთადერთი გზაა ავტორიტარული რეჟიმების ფანტაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად.

”ერთ-ერთი რამ, რასაც ყველაზე ხშირად ვხედავთ და რაც ყველაზე მეტად გვაღიზიანებს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან, არამხოლოდ რეპრესიებია, არამედ ის, როდესაც ისინი ეპყრობიან მოქალაქეებს, როგორც არასრულწლოვნებსა და ბავშვებს.

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. საბავშვო ისტორიაა ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, Deep State-ია.

ეს შეიძლება იყოს სტუდენტის ტვიტი ან შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის განცხადება, რომელიც აქ, ამ პალატაში, ქვეყანაზე კეთდება. მაგრამ ამ გამარტივებული ნარატივის შესაცვლელად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არსებობდეს პროფესიონალური, ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ისეთი პროფესიონალები ქმნიან, როგორიც მზია ამაღლობელია. ეს არის ერთადერთი გზა ავტორიტარული რეჟიმების ამ ფანტაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამიტომაც [ხელისუფლების წარმომადგენლები] ზოგჯერ ებრძვიან სასაცილო ზომებით პრესის თავისუფლებას. მაგალითად, თუ ჟურნალისტი იყენებს სიტყვებს: “არალეგიტიმური პარლამენტი”, “არალეგიტიმური მთავრობა”, “ოლიგარქიული მთავრობა”, “რეჟიმის პატიმრები” ან “პრორუსული რეჟიმი”, ყველა ეს გამოთქმა ახლა აკრძალულია ქვეყანაში.”- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ამ წუთებში ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და საქართველოში მედიის მგომარეობის შესახებ განხილვა მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights