ჩვენ ვხედავთ კანონის უზენაესობაზე, დამოუკიდებელ მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევას. ქართულ კოშმარს ქვეყანა ავტოკრატიულ რელსებზე გადაჰყავს, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა დანიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვის დროს გააკეთა.
ევროდეპუტატის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის აღდგენის ერთადერთი გზა სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი-თავისუფალი-სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.
”საქართველოში ჩვენ ვხედავთ კანონის უზენაესობაზე შეტევას, დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევას. ქართულ კოშმარს ქვეყანა ავტოკრატიულ რელსებზე გადაჰყავს. ერთი პარტიის სისტემა ნამდვილად ვერ შეესაბამება პლურალისტურ დემოკრატიას. ჩვენმა პარლამენტმა რამდენჯერმე მოითხოვა ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს გახლავთ ერთადერთი გზა, რომ აღდგეს დემოკრატია.” – განაცხადა დანიუს ჟალიმასმა.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და საქართველოში მედიის მგომარეობის შესახებ განხილვა მიმდინარეობს.