ნებისმიერ აგრესიას ვუპასუხებთ – აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ირანის მიერ კატარში მდებარე აშშ-ის ავიაბაზაზე მიტანილი იერიშის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ოფიციალური თეირანი “ნებისმიერ აგრესიას უპასუხებს”.

”ჩვენ ზიანი არავისთვის მიგვიყენებია, აგრესიას არავისგან მივიღებთ და არც არავის აგრესიას დავემორჩილებით. ეს ირანელი ერის ლოგიკაა“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

შეგახსენებთ, ირანმა კატარსა და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებს რაკეტებით შეუტია. ირანმა კატარში მდებარე ალ-უდეიდას ავიაბაზას მიმართულებით 6 რაკეტა, ხოლო ერაყში მდებარე აინ ალ-ასადის ბაზის მიმართულებით ერთი რაკეტა გაუშვა.

მანამდე, კატარმა საჰაერო სივრცე დახურა. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე მიიღეს და მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights