გურიის მოამბე

ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ პოლიტიკური პატიმრების დაჭერით პროცესს გააჩერებს, ძალიან შემცდარა- ირაკლი წულაია

დასასრულის დასაწყისი რუსული კანონის შემოღების დღიდან დაიწყო, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს რუსულ ვექტორში გადასვლის და დემოკრატიული საქართველოს მკვლელობის პროცესი,- ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ  განაცხადა.

მისი თქმით, “თუ ივანიშვილს გონია, რომ პოლიტიკური პატიმრების დაჭერით პროცესს გააჩერებს, ძალიან შემცდარა.“

”ძალიან მარტივადაა საქმე, ხელის გულზე დევს რუსეთის ქეისი, ზუსტად ანალოგიურად დაიწყო რუსეთში,  შემოიღეს რუსული კანონი, მოხდა არასამთავრობოების და მედიის მოგუდვა, შემდეგ დაიწყეს პოლიტიკოსების დაპატიმრება, ამას მოჰყვა მთლიანი ჩახშობა საპროტესტო აქციების და თავისუფლება და დემოკრატია, სრულად განადგურდა რუსეთში. ასეთ საქართველოს უმზადებს ივანიშვილი ქვეყანას. ვიდრე საზოგადოება არ მოვა გონს და არ დაინახავს ყველაფერს სრული სიზუსტით.  

თუ ჰგონია ივანიშვილს, რომ პოლიტიკური პატიმრების დაჭერით პროცესს გააჩერებს, ძალიან შემცდარა. მინდა, ვუთხრა, რომ ქართველი ხალხი, 28 ნოემბერს, პოლიტიკოსებს არ გამოუყვანია, ისინი გამოვიდნენ თავისით და როცა საჭირო იქნება, ისევ გამოვა და პოლიტკოსების დაჭერით, ივანიშვილო, ამ პროცესს ვერ შეაჩერებ, ხარ სპირალში, მუდმივად შენი მოქმედებებს მდგომარეობს იმაში, რომ ძალადობა გაზარდო, მაგრამ ეს სპირალივე შეგიწირავს შენ. ეს მოხდება ძალიან მალე. ახლა რაც სჭირდება ხალხს, პროტესტს და პროცესებს, არის ერთობა. არ ვიქნები არცერთი პოლიტიკური პარტიის მომხრე- ან ბოიკოტში წავიდეთ, ან ერთად შევიდეთ არჩევნებში და ვიბრძოლოთ. ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის არანაირი იარაღი არ გაგვაჩნია, ერთადერთი რასაც ვიზამთ არის, რომ ხალხს დავანახოთ, რომ ერთნი ვართ და ეს ხალხიც ყველგან გამოვა და იბრძოლებს,- განაცხადა წულაიამ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights