“უნდა ვიმოქმედოთ მანამ, სანამ საქართველოში დემოკრატია მხოლოდ მოგონება გახდება” – ალბანა ვოკში

თუ გავაგრძელებთ გვერდით გახედვას, ყველა ოპოზიციონერს დააპატიმრებენ  – ასე მიმართა ალბანა ვოკშიმ ევროსაბჭოს, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები იმართება.

ასაბლეის დეპუტატმა ყველა დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერის სახელი და გვარი გააჟღერა სხდომაზე და თქვა, რომ ახლა მოქმედების დროა.

“უნდა ვიმოქმედოთ მანამ, სანამ საქართველოში დემოკრატია მხოლოდ მოგონება გახდება” – აცხადებს ევროპელი პოლიტიკოსი.

დიქტატორებმა და ავტორიტარებმა “შესანიშნავი” არჩევნები ჩაატარეს საქართველოში და ყველაფერი მოხდა მანამდე, სანამ ამომრჩევლები უბნებზე მივიდნენ. როცა დიქტატურა ერევა არჩევნებში, სწორედ მაშინ ხდება ყველაზე მეტი დარღვევა, ეს ჩემი აზრით რა თქმა უნდა. შემაშფოთებელი სიახლეებია საქართველოდან , დააპატიმრეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არა რაიმე კრიმინალის ჩადენის გამო, არამედ იმისთვის, რომ კომისიაზე არ მისვლის გამო. ეს არის დევნის შედეგიდა რეპრესეიბეი, რომელიც პოლიტიკოსების მიმართ გამოიყენეს. მიხეილ სააკაშვილსი რომელის ამ ასამბელის ვიცე-პრეზიდენტიც იყო, ჯერ კიდევ პოლიტიკურ პატიმრად რჩება. ასევე პოლიტიკოსები მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ყველა დაპატიმრებულია და მათი დანაშაული მხოლდო არის ის, რომ რეჟიმსი წინააღმდეგ წავიდნენ და დემოკრატიას იცავენ. თინა ბოკუჩავა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ოპოზიციონერი ლიდერია, ტერორის მსხვერპლია და მისი ქმარი ქმარი, რომელიც გაიტაცეს და შვილებით შეაშინეს. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის დევნა. თუ გავაგრძელებთ გვერდით გახედვას, დიდი დრო არ დასჭირდება იმას, რომ ყველა ოპოზიციონერი ლიდერი იქნება დაპატიმრებული და აღარ იარსებებს ოპოზიცია. ევროპარლამენტმა მოითხოვა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება.  საქართველოშ მიმდინარეობს ჟურნალისტების დევნა და ამის თვალსაჩინო მაგალითია მზია ამღლობელი, რომელიც ახლა ციხეშია. ავტორიტარული გზა “ქართული ოცნებისა” უნდა იქნას წინააღმდეგობაგაწეული. ქართველი ხალხი არ ნებდება, 200 დღეზე მეტია პროტესტი გრძელდება და ისინი იმსახურებენ სოლიდარობას და ქმედებას. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ მანამ, სანამ საქართველოში დემოკრატია მხოლოდ მოგონება გახდება“, – განაცხადა ევროპელმა პოლიტიკოსმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights