“„ნაციონალურ მოძრაობა” არის მშვიდობის მტრები…უნდა იყვნენ მტრედები და არიან მტრები”-კობახიძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან მშვიდობის მტრები, უნდა იყვნენ მტრედები და არიან მტრები, შესაბამისად მშვიდობის მტრები აანონსებენ ასეთ აქციას 9 დეკემბერს, – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასე გამოეხმაურა პროტესტს, რომელიც წარმოიშვა კახა კალაძის ახალ სლოგანთან დაკავშირებით -„მშვიდობის ქალაქი”.

კობახიძის განცხადებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ აღიზიანებთ არა სლოგანი და სლოგანები, არამედ თავისთავად აღიზიანებთ მშვიდობა ამ ქალაქში.

„არა მარტო აპროტესტებდნენ ისინი წინა სლოგანებს, არამედ საკუთარი ალტერნატიული სლოგანები ჰქონდათ. მაგალითად, ნიკა გვარამიას ჰქონდა პირდაპირ შემოთავაზებული სლოგანი: „სიკვდილით სავსე ქალაქი“, ეს არის ამ პოლიტიკური პარტიის სლოგანი, მათივე სლოგანია „თბილისი-ომის ქალაქი“ და არა მარტო სლოგანი, არამედ – მიზანი. 9 დეკემბერს მშვიდობის მტრებს დაანონსებული აქვთ აქცია, მშვიდობის ქალაქის წინააღმდეგ და ამ სლოგანის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა სლოგანი და სლოგანები, არამედ თავისთავად აღიზიანებთ მშვიდობა ამ ქალაქში. ეს არის ერთადერთი მიზეზი. ისინი არიან მშვიდობის მტრები, უნდა იყვნენ მტრედები და არიან მტრები, შესაბამისად, მშვიდობის მტრები აანონსებენ ასეთ აქციას 9 დეკემბერს. რასაც მიაღწევენ ამით, ყველა დაინახავს. თბილისში, საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, გარდა ამ მცირე გამონაკლისისა, ადამიანებს უნდათ მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, უკრაინისთვის, კიევისთვის. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და მათი დამოკიდებულებაა მშვიდობის მტრობა“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ თავისუფლების მოედანზე თბილისის ახალი საახალწლო სლოგანი – “მშვიდობის ქალაქი” გააპროტესტეს. მოქალაქეების განცხადებით, ისინი მერიას 9 დეკემბრამდე აძლევენ ვადას, რომ სლოგანი “მშვიდობის ქალაქი” სხვა სლოგანით ჩაანაცვლოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share