მიმდინარე წელს საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 87 000-ით გაიზარდა და პირველად გადააჭარბა ნახევარ მილიონ მოქალაქეს. სოციალური სააგენტოს მონაცემებით ოქტომბერში საარსებო შემწეობას თვეში 56.5 ლარის ოდენობით 510 343 მოქალაქე იღებდა, რაც ამგვარი სტატისტიკის აღრიცხვის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენელია. შედარებისთვის 422 970 ადამიანი იღებდა.
მაჩვენებელი, ასევე, რეკორდულად არის გაზრდილი შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა, თუ კი 2019 წლის ოქტომბერში შემწეობას სულ 118 664 ოჯახი იღებდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში იგივე მაჩვენებელი 142 870-ია.
ამგვარად გამოდის, რომ საარსებო შემწეობას საქართველოს მოსახლეობის 13.7% იღებს. ამავე სტატისტიკის მიხედვით, საარსებო შემწეობას თბილისში 9.7% იღებს, თუმცა პროცენტული შეფარდება საგრძნობლად უფრო მაღალია რეგიონებში.
მაგალითისთვის, რაჭა ლეჩხუმში საარსებო შემწეობის რეგიონის მოსახლეობის 43% იღებს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში 19.4%, გურიაში 19.1%, მცხეთა-მთიანეთში 16.5%, აჭარაში 15.1%, ქვემო ქართლში 13.6%, კახეთში 16.3%, იმერეთში 12.4%.
მოსალოდნელია, რომ მაჩვენებელს დრამატულ ზრდაზე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა იმოქმედა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში სოციალური დახმარებების ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით არის გაზრდილი, 65 000-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები სახელმწიფოსგან, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ.