აღარ არსებობს „ქართული ოცნება“, არსებობს „русский корабль“ ხელისუფლებაში – მელია

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნლები საკუთარ განცხადებებში უკვე სისტემატიურად თავს ესხმიან ომში მყოფ უკრაინას და უკრაინელი ხალხის ლიდერს – ვლადიმერ ზელენსკის. მისივე თქმით, ასეთ რამეს მხოლოდ ორი ქვეყნის ხელისუფელბა აკეთებს – რუსეთის და ბელარუსის.

„აღარ არსებობს არანაირი ქართული ოცნება. არსებობს „русский корабль“ საქართველოს ხელისუფლებაში. მაგრამ არსებობს ქართველმა ერი, რომელმაც ბოლო დღეებში აჩვენა რომ შეუძლია თვითორგანიზება, შეუძლია საკუთარი ღირსების დაცვა, შეუძლია მისი ტრადიციების და მისი იდენტობის დაცვა და მთელს მსოფლიოს დავნახეთ, რომ ჩვენ ვიცით მშვიდობის, მეგობრობის და თავისუფლების ფასი.

როდესაც ხელისუფლება ვერ ამბობს, ვინ არის დამნაშავე – მიწისქვეშა ბუნკერში მყოფი ბავშვები და ქალები თუ პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები, ამ დროს ქართველმა ერმა უნდა თქვას ისტორიული სიტყვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ისტორიულ სიტყვას უახლოეს მომავალში ქართველი ერი აუცილებლად იტყვის“,- განაცხადა ნიკა მელიამ ბრიფინგზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share