ვისაც ივანიშვილი იჭერს, პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს! – სააკაშვილი

“მივიჩნევ, რომ ყველა, ვისაც ივანიშვილი იჭერს, პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ ოპოზიციონერ ლიდერებს და ფიქრობს, რომ “სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი, რის გარშემოც უნდა აიგოს ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს “პროვინციული ტირანიის” დამარცხება”.

”ხლა ვიღაცები მახსენებენ, რომ მამუკა ხაზარაძეს არ მოსწონდა, რომ მე როგორც პატიმარს ვიდეო ჩართვების საშუალებას მაძლევდნენ. ჩემი პასუხი ამაზე მარტივია – ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 

მამუკამ და ბადრიმ გამოიჩინეს პრინციპულობა, როცა უარი თქვეს არალეგიტიმურ ორგანოსთან თანამშრომლობაზე და ისინი იმსახურებენ ჩვენს თანადგომას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. 

აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ჩემი “განაჩენები” ეფუძნება ირაკლი ოქრუაშვილის ცრუ ჩვენებებს. ის ციხეში ამის გამო კი არ ზის არამედ სწორი საქციელისთვის და მის მიმართ სოლიდარობა აუცილებელია.

ბ.-ნი გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას ვინაიდან “ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას” არა მგონია თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს და პირადად მე მსურს მის მიმართ სოლიდარობა გამოვხატო. მისგან განსხვავებით მე მივიჩნევ, რომ ყველა ვისაც ივანიშვილი იჭერს არის პოლიტპატიმარი და უნდა გათავისუფლდეს!

საერთოდ სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს პროვინციული ტირანიის დამარცხება.

ისე ისიც ფაქტია, რომ იმან რომ თავის დროზე ივანიშვილს ჩემი დაჭერა გაუვიდა, გაუხსნა მას ხელი დღევანდელი მასობრივი რეპრესიებისთვის.” – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, დღეს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გივი თარგამაძეს 7 თვით პატიმრობა მოუსაჯა, ასევე პოლიტიკოს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც. ამასთან, დღეს სასამართლომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო  7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights