ოპოზიციონერების დაკავების შემდეგ აშშ-დან კრიტიკა არ წყდება – გზავნილები ვაშინგტონიდან

პრეზიდენტ ტრამპის გუნდის გავლენიანმა წევრმა ივანიშვილის რუსული სტილის პოლიტიკა, სენატში სიტყვით გამოსვლის დროს, საჯაროდ დაგმო. როჯერ უიკერი “ქართულ ოცნებას” კორუმპირებულ და რეპრესიების მომწყობ პოლიტიკურ ძალად აცხადებს და ამბობს, რომ ამ პოლიტიკით კრემლს დაუახლოვდა.

როჯერ უიკერი პრეზიდენტ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრია და მისი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. “მიეცით ხმა ტრამპს და ვიკერს 12 მარტს” – ეს პრეზენტ ტრამპის სიტყვებია. მან სენატორ უიკერს არჩევნების დროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ამერიკელებს მისი არჩევისკენ მოუწოდა.

უიკერი ახლა ტრაპის უახლოეს გარემოცვასთან ერთად ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მას კონგრესში ჰელსინკის კომისია ჩააბარეს და სენატში უმაღლეს თანამდებობას იკავებს. როცა უიკერი ივანიშვილის ხელისუფლებას აკრიტიკებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მის პოზიციას პრეზიდენტი ტრამპის გუნდიც იზიარებს – ამბობენ, პოლიტიკოსები.

პოლიტიკურ ლიდერების დაკავების შემდეგ შეერთებული შტატებიდან “ქართულ ოცნების” კრიტიკა არ წყდება. კონგრესში მეგობარი აქტის მთავარი ლობისტი ჯო უილსონი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ივანიშვილის გუნდის დასანქციების აქტი ხელმოსაწერად ტრამპს გადაეგზავნოს. რესპუბლიკურ პარტიაში ივანიშვილის სანქცირების დოკუმენტს სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი უჭერს მხარს, რაც საჯაროდ მათ განცხადებებშიც კარგად ჩანს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights