ანუ “აქა ამბავი იმისა” ვანო ჩხარტიშვილი “მოერევა” თუ ადიკო ივანიშვილი?
ლადო მენაბდე-ედიტორიალი
ჩემი ბავშვობისას, სკოლაში, დაწყებით კლასებში (ჩემი ამ ქვეყნად მოვლინება მაშინ ინება უფალმა, ანუ ჩემმა მშობლებმა, როცა დედამიწაზე, ჯერ კიდევ “საბჭოთა კავშირად” შერაცხული, წითელი რუსული იმპერია “ბდღვინავდა”), იყო ასეთი, დღევანდელი გადმოსახედიდან უცნაური და იდიოტური გამოცანები, მაგალითად-ჩაპაევი მოერევა თუ კლოსი, შტირლიცი თუ ჩინგაჩგუკი?
ჰოდა დგას დღეს ოზურგეთი ასეთი დილემის წინაშე- ვანო ჩხარტიშვილი “მოერევა” თუ ადიკო ივანიშვილი?
ადიკო ივანიშვილს ოზურგეთის მერად მერაბ ჭანუყვაძის ხილვა სურს-ვანო ჩხარტიშვილს გია ანთაძის.
და რატომ ხდის ეს დილემა “ქართულ ოცნების” მმართველობას ტრაგიკომიკურს?
როცა ხელისუფლებას, მთელი პროდასავლური პოლიტიკური ორგანიზაციების სპექტრი, არ ცნობს და უკანონოს უწოდებს, საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად, გასაგები მიზეზების გამო, 200 ზე მეტი დღეა საპროტესტო აქციები არ ცხრება ქვეყანაში, მიუხედავად ხელისუფლების მთელი რიგი ქმედებებისა, გვყავს 50 ზე მეტი პოლიტპატიმარი და პირველად ჩვენს ისტორიაში ქალი სინდისის პატიმარი, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ტრაგედიაა და პროცესიც ტრაგიკული,
ხოლო როცა მმართველ პარტიას არც მისი მომხრეები თუ დაჯგუფებები ცნობენ, როგორებსაც მაგალითად ბატონები ივანიშვილი ადიკო და ჩხარტიშვილი ივანე წარმოადგენენ და ასეთი ადამიანების ხელში “ქართული ოცნება” ყველგან სადაც ასეთების ხელი წვდება – უბრალოდ ფიქციაა და მეტი არაფერი – აი ეს კი.. ამ ვითომდა “მმართველი პარტიის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კომიკურს ხდის…
ჰოდა ვზივართ ახლა და ვმარჩიელობთ .. რა ჯანდაბად უნდათ ან ვანო ჩხარტიშვილს, ან კიდევ ადიკო ივანიშვილს ის, რომ მერი, ან თუნდაც ესა თუ ის თანამდებობის პირი – მათი “კაცი” იყოს?
ვანო ჩხარტიშვილს. იმისათვის, რომ მის დაბადების დღეზე, ან ვინმე პატივსაცემი, ზეაღმატებული გვამის სტუმრობისას, მომღერლებმა რო მაგიდასთან კარგად იმღერონ ამიტო,,, არ იმღერებს და “დააპანღურებს” ა(ა) იპი-ებიდან-მერი ხო მისია? ან მეზობელმა რომ მის ეზოში ეულად მდგარ კოპიტს ალმაცერად არ შეხედოს-ამისათვის “ვლასტი” აუცილებელია-“ესლი შტო, ჩტობი დემანსტრიროვატ”
აი დაახლოებით ამ მიზეზებით სჭირდება იგივე “ვლასტი” ბატონ ადიკოს…
შეიძლება სხვა მიზეზებითაც..
მაგრამ არცერთ შემთხვევაში რომ ხალხზე ზრუნვის მიზეზი -რაოდენ ფართო არ გავხადოთ ჩამონათვალი-მასში არ შევა-ამაზე არავინ დაობს
ჰოდა, აი ეს მოცემულობა ხდის სიტუაციას კომიკურს…
ვართ ასე ტრაგედიიდან კომედიაში, კომედიიდან ტრაგედიაში..
და როგორც, აწ გარდაცვლილი ჩემი მეზობელი – დიდი ამირან სურგულაძე იტყოდა: “მოთმინებითა ჩვენითა ამოგვხდება სული ჩვენი!”