ჯო უილსონი ქართული ოცნების” მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის მიერ ირანისთვის სოლიდარობის გამოცხადებას ეხმიანება და წერს, რომ “ოცნებას” ტერორისტული ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია უყვარს, ხოლო ამერიკა სძულს.
”ანტიმაერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თეირანში ტერორისტული რეჟიმის საელჩოში მივიდა ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნებოდა „ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას“ და ტერორისტებისადმი სოლიდარობა გამოხატა.
„ქართულ ოცნებას“ უყვარს ტერორისტული ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია და სძულს ამერიკა“, – დაწერა ჯო უილსონმა X-ზე.
ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, ირანს “ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩომ გააკეთა.
ამასთან დაკავშირებით ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოხატა.