ასობით მილიონი ვალი საქართველოს – ვინ არის პასუხისმგებელი?

მილიარდ ნახევარი ლარი – ეს არის თანხა, რომლის გადახდაც საქართველოს სახელმწიფოს თურქული კომპანიისთვის მოუწევს, თანხა, რომელიც ქართველი ხალხის ჯიბიდან უნდა წავიდეს. საარბიტრაჟო დავის წაგებისას ქვეყანას 383 მლნ. დოლარის გადახდა დაეკისრა, ახლა  კომპენსაცია კიდევ  70 მლნ. დოლარით გაიზარდა. ირკვევა, რომ ქართულმა ოცნებამ პარიზის არბიტრაჟში დაკისრებული 383 მლნ. ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიას არ გადაუხადა, არც სრულად, არც ნაწილობრივ,  ამიტომ საქმე ამერიკის  კოლუმბიის ოლქის სასამართლოში წავიდა და ახლა უკვე 450 მლნ. დოლარამდეა გადასახდელი. ეს არის ზარალი, რომელსაც სახელმწიფო იღებს.

ნამახვანჰესის პროექტის გაჩერებასა და საინვესტიციო ხელშეკრულების დარღვევაზე პასუხისმგებელი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია, სწორედ მან თქვა, რომ ჰესი არსებული პირობებით ვერ აშენდებოდა. სახელმწიფომ ღარიბაშვილის ხელით საინვესტიციო მრავალმილიარდიანი ხელშეკრულების პირობები დაარღვია, ამიტომ საქმე თავიდანვე წასაგებად იყო განწირული.

თუ “ქართული ოცნება” კომპენსაციას დროულად არ გადაიხდის, არსებობს რისკი, რომ საქართველოს სახელმწიფოს ქონება, შესაძლოა, ეროვნული ბანკის რეზერვებიც ამერიკაში დაყადაღდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights