გურიის მოამბე

ტრამპი: უკრაინელები ძალიან მამაცები იყვნენ

”ვიტყვი, რომ უკრაინელები ძალიან მამაცები იყვნენ, მაგრამ ჩვენ მათ საუკეთესო აღჭურვილობა მივაწოდეთ, რომელიც კი ოდესმე დამზადებულა, მათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მივეცით, რომლებიც ტანკებს ანადგურებს – უბრალოდ ტანკის მიმართულებით უმიზნებ და ტანკი ქრება. უახლესი და უდიდესი რაკეტები მივეცით, ბევრი რამის ჩამოგდება შეეძლოთ. […] სავარაუდოდ, ძალიან სწრაფი ომი იქნებოდა, იქნებოდა ომი, რომელიც 3-4 დღე გაგრძელდებოდა, მაგრამ ისინი დაუჯერებელი აღჭურვილობით სარგებლობდნენ.

მათ ევროპაც აწვდიდა, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი მივეცით, რადგან… ბაიდენს ეს არ უნდა ექნა, უნდა გაეთანაბრებინა, იგივენაირად უნდა მიგვეწოდებინა, ან რეალურად ევროპაზე ნაკლებიც უნდა მიგვეცა, ევროპაზე გაცილებით უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე ჩვენზე. დაახლოებით 300 მილიონი დოლარი ჩავდეთ, ევროპამ იქ დაახლოებით 100 მილიონი დოლარი გააგზავნა. თუმცა, ევროპამ მაინც ბევრი მიაწოდა.

ამას ვიტყვი: მიუხედავად იმისა, გგონია თუ არა სამართლიანი, რომ უკრაინელებს ამდენი ფული მივეცით, უკრაინელები ძალიან მამაცები იყვნენ, რადგან ეს ყველაფერი [აღჭურვილობა] ვიღაცას უნდა ემართა, ბევრი ადამიანი, ვისაც მე ვიცნობ, მათ მართვას არ დაიწყებდა, ამისთვის სიმამაცე არ ეყოფოდათ. ასე რომ, ძალიან მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობა მივეცით.”

თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჩატარებული შეხვედრის დროს რეპორტიორებთან საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights