ირაკლი კობახიძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია მიიღო ექიმებისგან და მოხარულია, რომ რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება მიმდინარეობს.
კობახიძის თქმით, გამოძიება მყისიერად დაიწყო და მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შესაძლოა, აღნიშნულ ფაქტს უკავშირდებოდეს.
”ბუნებრივია დავინტერესდი ყველაფრით, რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რა იყო მიზეზი, როგორც იცით, კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს, მათ შორის წერილისასაც, აქვს მნიშვნელობა. ისეთი საქმეა, რომ ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება იქნება, მათ შორის ჩემი მხრიდანაც”- განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი დამოუკიდებელ ტელევიზიებსაც დაესხა თავს და განაცხადა, რომ:
“კონკრეტული ტელევიზიები იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ზოგადად სტრესულია იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც პოლიტიკით არიან დაკავებულები, უამრავი ტყული და ცილისწამება ვრცელდება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, მაგალითად ეს არის “ტვ პირველი“, ფორმულა. პოლიტიკოსოს ცხოვრება რის სტრესული, რადგან მას აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს სიძულვილი დათესოს.“,- განაცხადა მან.