გურიის მოამბე

საქართველოში სიტუაცია უარესდება, მოსახლეობა იბრძვის, ჩვენი მოვალეობაა მხარი დავუჭიროთ მათ-იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს- როგორც ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, “საქართველოში სიტუაცია უარესდება და ისინი ვალდებულები არიან, რომ  მხარი დაუჭირონ ყველა იმ პროევროპულ პარტიას, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს.“

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ “საქართველოში უვიზო მიმოსვლის საკითხი დგას ივანიშვილის რეჟიმზე.“

იუკნევიჩიანემ მზია ამაღლობელზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ის პოლიტიკური მოტივებით არის ციხეში“.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიწყებთ დებატებს ზუსტად იმ დღეს, როდესაც ვიხილავთ ბელორუსიის საკითხს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ დემოკრატიაზე და რეგიონზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს არის ურთიერთობები. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ლუკაშენკოს ციხეებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ციხეებზე, რომლებიც საქართველოში შეიქმნა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ესხმის თავს, ივანიშვილის რეჟიმი ევროპარლამენატრებს, ჩვენ ვიცით, რომ ეს თავდასხმები არ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის შეხედულებებს. საქართველოში სიტუაცია უარესდება, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა იმ პროევროპულ პარტიას, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები  ოპოზიციის მიმართ. მთავარი ოპოზიციონერი ლიდერები ციხეებში იმყოფებიან და ეს ყველაფერი არჩევნების შემდეგ მოხდა. 

ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას მზია ამაღლობელის მიმართ, ჟურნალისტის მიმართ, რომელიც ამ დროისთვის ციხეში იმყოფება, მან დაკარგა მხედველობა და მიუხედავად ამის, ის პოლიტიკური მოტივებით ციხეშია. ჩვენ მოვუწოდებთ, გადაიდგას გადაუდებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უვიზო მიმოსვლის საკითხი დგას ივანიშვილის რეჟიმზე. საქართველოზე ფიქრობს ევროპა, ის არის ევროპის ნაწილი და მოსახლეობის ნებაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს მოსახლეობა იბრძვის და ჩვენი მოვალეობაა მხარი დავუჭიროთ ამ ბრძოლაში,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights