28 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტის ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა(WWF) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურ-ნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ადგილორივი მედიის წარმომადგენლებისთვის, არასამთავრობო ორგანიაციებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
პროექტში ჩართულმა ორგანიზაციებმა ისაუბრეს ჩატარებული კვლევებისა და განხორციელებული სამუშაოების შესახებ და კანონპროექტის მიმდინარე სტატუსი განიხილეს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოფილმის ჩვენება. პროექტი „გურიის ეროვნული პარკის დაარსება“ მიზნად ისახავს გურიის უნიკალური ეკოსისტემების დეგრადაციისა და ფრაგმენტაციის შეჩერებას ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენების აღმოფხვრის გზით.
ეროვნული პარკის დაარსება პირდაპირ გავლენას მოახდენს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე. ერთის მხრივ, შენარჩუნდება გურიის უნიკალური ბიომრავალფეროვნება, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნული პარკი დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, განავითაროს შემოსავლის ალტერნატიული და მდგრადი წყაროები ტურისტული პოტენციალის ზრდის მეშვეობით, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
პროექტი მიმდინარეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურ-ნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით.
პროექტს ახორციელებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი(WWF) ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. პარკის შექმნის ინიციატივას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს შვედეთის მთავრობა.