“ფული ქველმოქმედებისთვის მჭირდება” – ივანიშვილი

“ფული მჭირდება ქველმოქმედებისთვის” – რა მიზეზით ითხოვს ივანიშვილი “კრედიტ სიუსისგან” გაყინულ მილიონებს.

ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ მას მილიონობით დოლარის დახარჯვა ქველმოქმედებაში სურს. წერილში რომლის ადვოკატებმა გამოაქვეყნეს, ივანიშვილის და ბანკის დავის ახალი დეტალებია აღწერილი.

ადვოკატების მტკიცებით, შევიცარული ბანკი ივანიშვილს ფულს ამჯერად ახალი მოტივით არ უბრუნებს – “ეს შთამომავლობაზე ზრუნვაა”.

ბანკი ფირქრბს რომ ოლიგარქი მის მილიონებს არასწორად განკარგავს და მისი ჯერ კიდევ დაუბადებელი შათმომავლებს ქონების და ფულის გარეშე დარჩებიან.

MKD-ს მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციების შესრულება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება საკუთარ აქტივებთან მიმართებით ხელოვნურად დაუკავშირდა ბატონ ივანიშვილთან დაუკავშირებელ გარემოებებს – “აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“.

პირველი, ბატონი ივანიშვილი როდესაც ითხოვს თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას, პასუხი მისდის, რომ ის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში და შვილებზე შეიძლება არ იზრუნო, მათ რაიმე დააკლო და ამიტომ თანხას ვერ გადმოგირიცხავო; როდესაც, პასუხად, ბატონი ივანიშვილი უცხადებს, თავად გაანაწილეთ თანხები, როგორც საჭიროდ ჩათვლით ჩემს ოჯახზეო, რაზეც წინასწარ გეთანხმებითო, ამაზე პასუხი აღარ ყოფილა. მეორე, კრედიტ სუისს-მა კიდევ ერთი, ახალი ბარიერი შექმნა და ტრასტი სამართავად მესამე პირებს გადასცა (თუკი მათ განცხადებას ვენდობით). ერთი წელიწადია, ბატონი ივანიშვილი დაჟინებით კითხულობს, თუ ვინ მართავს მის ფულს, ვის უხდის ფულს მისივე აქტივების მართვისთვის, რასაც ასეთივე დაჟინებით არ პასუხობს კრედიტ სუისს-ი, ხოლო კლიენტი ღებულობს ამ უცნობი პირების ხელმოწერილ დოკუმენტებს ისე, რომ ამქვეყნად ვერავინ გაარკვევს, თუ ვის ეკუთვნის ხელმოწერა; მესამე: ბანკმა რომ ვეღარ ნახა ვერანაირი საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის: ვეღარც გადმორიცხვის დანიშნულება, ვეღარც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ვეღარც სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებელი წინაპირობის საკითხი, ვეღარც ის, რომ თანხის გადმორიცხვა ტრასტის დახურვას გამოიწვევდა და სხვა, ყველა საკითხი რომ ამოწურა, შემდეგ მიადგა ბოლო მიზეზს: დაუბადებელი შთამომავლები რომ არიან, მათ ზრუნვაზე არ არის კარგად გათვლილი თქვენი მხრიდან თანხის გადმორიცხვის მოთხოვნაო – უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო” – წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share