დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი რაოდენობა მწყობრიდან გამოდის, რაც სავარაუდოდ მათი არასწორად გამოყენების შედეგია. მათივე ინფორმაციით, რეაქტიული ჯავშანტექნიკის (ERA) სწორად გამოყენება რუსეთის ძალებმა 1994 წლის ჩეჩნეთის ომიდან მოყოლებული, ვერ შეძლეს – სავარაუდოდ, რუსეთის სატანკო ეკიპაჟებს არ ჩატარებიათ წვრთნები – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
მათივე განცხადებით, ომში წარუმატებლობა რუსი სამხედრო მეთაურების დაბალი დონის სამხედრო დისციპლინის შედეგია.