გიორგი ანწუხელიძე – ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ გმირობა მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში არ გვხვდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„არსებობენ გმირები, რომელთა სახელები უმაღლეს ღირებულებასთან – სამშობლოს თავისუფლებასთან ასოცირდება. ასეთია გიორგი ანწუხელიძე, რომლის გმირობა სამუდამოდ დარჩა სამშობლოს სიყვარულის, მისთვის თავდადების უდიდეს მაგალითად. გიორგი ანწუხელიძე – ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ გმირობა მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში არ გვხვდება, გმირები ისევ იბადებიან საქართველოს ერთიანობისთვის.
დღეს გიორგი 38 წლის გახდებოდა, თუმცა მისი სახელი სამუდამოდ დარჩა 23 წლის გმირის ისტორიად.“ – წერს კალაძე.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა.