გურიის მოამბე

“ჩვენი გამოსავალი არის ერთობა” – სალომე ზურაბიშვილი

“ჩვენი გამოსავალი არის ერთობა” – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით “ქართული ოცნების რეჟიმს” ერთობის ყველაზე მეტად ეშინია.

ჩვენი გამოსავალი რა არის – რაც იყო გუშინ და რაც რჩება დღეს – ერთიანობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება პირიქით დაპირისპირებას, გახლეჩას, უიმედობას, ეს არის ბოლო ბერკეტები, რაც გააჩნია ნაწილობრივ უკვე ჩამოშლილ “ოცნების” რეჟიმს. 

ჩვენ კი არ უნდა გავუადვილოთ, ახალი სისხლი კი არ უნდა მივაწოდოთ, ამ ჩვენი შიდა დაპირისპირებებით, ჩვენ პირიქით უნდა გავაძლიეროთ ერთობა, რომელიც არის მათ წინააღმდეგ, ყველაზე და ვიტყოდი ერთადერთი ეფექტური ბრძოლის საშუალება,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ასევე, წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, წინააღმდეგობის პლატფორმა უნდა გაძლიერდეს და ამ პლატფორმამ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს.

“ამიტომ მე მინდა წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა რაც გაგვაჩნია, რომელიც მოითხოვს, რომ მოვიდეთ გონს, არავინ არ არის აქ გამარჯვებული და დამარცხებული. 

პირველი ამ გეგმის ნაწილი არის, სწორედ აღიარება, რომ არავინ არ გაიმარჯვა, არავინ არ დამარცხდა და ჩვენ არ მივდივართ ამ არჩევნების ფარსში არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მივიღებთ ყველა მონაწილეობას ამ ბრძოლის ბოლო ეტაპში. ეს მოითხოვს პირველ რიგში, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაცოცხლდეს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს… 

ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა…

მესამე რაც გვჭირდება ეს არის სამოქმედო გეგმა, რასაც ჰქვია პროგრამა და გვაქვს. ეს არის ქართული ქარტია, რომელსაც სჭირდება განახლება…” – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights