ომის დაწყების დღიდან, რუსეთმა უკრაინას 1080 რაკეტა ესროლა, თუმცა რუსეთის წინსვლა შეჩერებულია – ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
მათი ცნობით, რუსული ჯარების წინსვლა შეჩერებულია ყველა მიმართულებით: ისინი რჩებიან კიევის აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, მაგრამ ვერ უახლოვდებიან (აღმოსავლეთით ისინი უკრაინის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში არიან). კიევთან ერთად ოკუპანტები ვერ მიუახლოვდნენ ხარკოვს.
მათივე ინფორმაციით, ჩერნიგოვი და მარიუპოლი იზოლირებულია, მაგრამ უკრაინელები აგრძელებენ წინააღმდეგობას. ნიკოლაევში რუსეთის ჯარები უკრაინელებს დაუპირისპირდნენ და ქალაქში შესვლაში ხელი შეუშალეს. პენტაგონის ცნობით, ზღვიდან ახალი მანევრებიც არ შეინიშნება.
ბრძოლა უკრაინის საჰაერო სივრცისთვის გრძელდება: რუსეთი მას არ აკონტროლებს, უკრაინის საჰაერო ძალები კვლავ დაფრინავენ, საჰაერო თავდაცვა რუსული თვითმფრინავებისა და რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
პენტაგონის შეფასებით, რუსეთის სამხედრო ჯგუფს ჯერ კიდევ აქვს ომის დაწყებამდე შეგროვებული ძალებისა და საშუალებების დაახლოებით 90%.