უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ოფიციალური პეკინის პოზიცია ოკუპანტის აგრესიაზე – ამ საკითხებზე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
თეთრი სახლის ცნობით, საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, დეტალებთან დაკავშირებით კი ამერიკულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ჩინური მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სი ძინპინმა განუცხადა ბაიდენს, რომ ჩინეთმა და აშშ-მ მშვიდობისთვის უნდა ითანამშრომლონ.