დღეს მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე ყირიმის ანექსიის მერვე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი:
“რომელ “რუს ხალხზეა” საუბარი – ამათზე ?რას ზეიმობენ ?რა უხარიათ ?
109 პატარა ანგელოზი რომ გამოასალმა სიცოცხლეს მკვლელმა პუტინმა ამას აღნიშნავენ ათასობით უდანაშაულო,მშვიდობიანი უკრაინელი რომ ამოხოცა ამ ტერორისტმა ეს ეზეიმება?- ფაშისტებზე უარესები არიან!
მსოფლიოს ნომერ პირველი ბოროტება არის – ვლადიმერ პუტინი
უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს! ცივილიზებული სამყარო აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე! უკრაინელებს ამისთვის უდიდესი მსხვერპლის გაღება უწევთ, ჩვენს საბრძოლსაც იბრძვიან ახლა უკრაინაში! ჩვენი საამაყო გმირი ბიჭებიც იბრძვიან იქ, მათ მხარდამხარ,მაგრამ სად არის საქართველო ამ დროს? ჩვენი “ხელისუფლება” უკვე მერამდენედ გვჭრის თავს მსოფლიო მასშტაბით – ომში მყოფი პრეზიდენტი, რომელსაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო ფეხზე წამომდგარი უკრავს ტაშს – “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტში მოსმენაზე უარით გაისტუმრა ! ხმამღლა,ამაყად გაჰყვირიან,რომ სანქციები არ იქნება…
ცივილიზაციის საპირისპირო მხარეს,რუსეთთან ერთად ვრჩებით ამ მთავრობის წყალობით და შეიძლება შემდეგ უკვე გვიანი იყოს… შაქარი და ფქვილი კი არა… სამშობლოს ვკარგავთ
“ქართული ოცნების” მხარდამჭერებს … მართლა არ გაწუხებთ სამშობლოს ღალატის თანამონაწილეობას რომ გაიძულებენ და ხმას არ იღებთ
ძალიან მალე მოვა ის დრო, თქვენ რომ ძალიან შეგრცხვებათ,მაგრამ მთავარია ქვეყანა არ გადავაყოლოთ ამ სამარცხვინო ისტორიის ფურცელს,რასაც ახლა ღარიბაშვილის და კობახიძის ხელით რუსი ოლიგარქი ცდილობს დაწეროს ” – წერს ნიკოლაშვილი.