გურიის მოამბე

კახა ჩავლეშვილი – დღემდე ვერ მოხერხდა ოზურგეთის ქუჩებს დასახელებები დაეწეროს

“ამ დილით უკვე ათმა კაცმა მაინც მკითხა ნოტარიუსის მისამართი, რის ვაივაგლახით ვუხსნი საით წავიდეს. დღემდე ვერ მოხერხდა ოზურგეთის ქუჩებს დასახელებები დაეწეროს, ხოლო სახლებს ნომრები. ამ ქვეყანაში ამაზე გაცილებით დიდი და სამარცხვინო პრობლემებიც არის, მაგრამ ეს ყველაფერი მისი გადაწყვეტის სიმარტივიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე აქამდე, რომ ვერ მოგვარდა ესაა სწორედ სამარცხვინო.
ვერავის ვერ ვაგებინებ სად ვცხოვრობ ან სად ვმუშაობ, ან სადაა მერია, ნოტარიუსი და სასამართლო. ხშირად დაინახავთ ოზურგეთში ჩამოსული კაცის წინ როგორ იქნევს ხელს ოზურგეთელი “აქეთ წაი და მერე იქეთ წაის” წახილით. ტყეშიც კი არის დღეს აღნიშნვნები ,,ღრუიანი წიფელი,, “ვატანგის წყარო” ან კიდევ ,,დევის ქვა,,. ქუჩებზე დასახელებების დაწერა და დანომვრა რა გახდა ვერ გავიგე. კაი ბატონო სახანძრო მანქანის მძღოლი მარტივად მიხვდება სად უნდა გაჩერდეს, მარა სასწრაფო დახმარების მანქანამ რა ქნას, დარბის სირენა ჩართული მთელ ქუჩაზე ეგება ვინმემ გამაგებინოს ავადმყოფი სად ცხოვრობსო”
წერს ფეისბუკმომხმარებელი  კახა ჩავლეშვილი სოციალურ ქსელში
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights