გაშლილი სეფა, საქელეხე გრძელი სკამები, მძიმე და მჟავე ღვინო, ადგილობრივი უფროსობა (“ჯემალიჩ”, “ანზორიჩ” – დღემდე ასე რომ მიმართავენ ერთმანეთს, იჩ-ებით), კაცები, მარტო კაცები, და ქალაქიდან ჩამოსული რაიკომის მდივან-პრემიერ მინისტრი გაქონილი ჭიქით და ტრადიციული მოლოდინით, რომ მორიგი მსოფლიო ჩემპიონი მორიგ გამგებლად, დეპუტატად ან მცემელად გამწესდება სადმე… მალე “ზაოტობის” სეზონიც მოვა და მეტი რაღაა საჭირო სრული ბედნიერებისთვის!
იქნებ ესაა “საქართველო”, ასე იციან, ასე უნდათ და ჩვენ კი მართლაც “ვძალადობთ”?
იქნებ ესაა “საქართველო”, ასე იციან, ასე უნდათ და ჩვენ კი მართლაც “ვძალადობთ”?
წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.