ძალიან ბევრ ჩვენგანს სჩვევია წუწუნი იმაზე, რომ მცირე ფართში ცხოვრობს, ან პირიქით – დიდი ფართის მფლობელი იმას გაიძახის, რომ “ამხელა საცხოვრებელი ფართი უაზრობაა”. თუმცა, მათ ალბათ არ აქვთ ნანახი ის, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება ჰონგ-კონგის მაცხოვრებლებს თავინთ “გალია-კუბოებში”!
ჰონგ-კონგი მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრია და იმის ხილვა, თუ სად ცხოვრობენ მსგავსი სტატუსის მქონე ქალაქ-სახელმწიფოს მაცხოვრებლები, უბრალოდ კონფუზს იწვევს.
როგორც ასეთი, ჰონგ-კონგი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისია მსოფლიოში, მისი ფინანსური სტატუსი უკეთესი ცხოვრების მაძიებლებს მაგნიტივით იზიდავს, ხოლო ნაკადს ის უბრალოდ ვეღარ უმკლავდება – ახალი შენობების ასაშენებელი ფართიც კი ამოწურულია.
ამ მომენტისთვის ჰონგ-კონგში 8 მილიონამდე მოსახლე ცხოვრობს, აქედან სულ მცირე 200.000 ადამიანი ჯოჯოხეთური ყოფით “კმაყოფილდება” – მათთვის გამოყოფილი სტანდარტული ფართი სულ რაღაც 1.5 – 9 კვადრატული მეტრია!
მეგაპოლისში ბინების გაქირავება ყველაზე წარმატებულ ბინზესში გადის და გამქირავებლები, რომლებსაც საკუთარი ფართი აქვთ, ყოფენ მათ მაგ. 0.9-1.5 კვადრატულ მეტრ ფართზე და ასე აქირავებენ მინიმუმ 250$-ად თვეში. უფრო მეტიც, ხშირად ფართს ორ იარუსიანადაც კი აკეთებენ. არის შემთხვევები, როდესაც 40 კვადრატული მეტრის ფართზე 20 (!) ადამიანი ცხოვრობს!
რომ წარმოიდგინოთ, ასეთ ფართზე ჩვეული აღნაგობისა და სიმაღლის ადამიანი ვერც წამოდგება სრულად და ვერც დაწოლილი ვერ გაიმართება!
კიდევ უფრო სიგიჟეა “აპარტამენტი-გალია”, რომლებსაც “გალია-კუბოებს” ეძახიან – ასეთი “ბინა” ყველა მხრიდან გამჭვირვალეა და ადამიანი მასში ზოოპარკის ბინადარს უფრო ჰგავს, და ზუსტად ასეთი “გალია-კუბო”, თვეში 250$-ს ფასობს.
ვისაც ბევრად მეტის გადახდის საშუალება აქვს, უკეთესი პირობების მიღება შეუძლია “ბინა-კუბოს” სტატუსით – 3-4 კვადრატული მეტრის ფართზე არის როგორც საძინებელი, ასევე სამზარეულოც და საპირფარეშოც კი! თუმცა, მსგავს “ფეშენებელურ ბინებს” დიდი ნაკლიც აქვთ (თითქოსდა სხვა არაფერი) – ანტისანიტარია.
საგულისხმოა, რომ მსგავს პირობებში ადამიანები სიკვდილამდე ცხოვრობენ და ალბათ გაგიჩნდებათ ლოგიკური კითხვა – სად კრძალავენ მიცვალებულებს, თუ ფართზე მსგავსი პრობლემაა? -დაკრძალვით, “უბრალო მოკვდავებს” მთის ფერდობებზე კრძალავენ და ისიც ვერტიკალურ მდგომარეობაში, ხოლო მათ, ვინებსაც განსვენება ნეკროპოლებში სურთ, “ელიტარულ წრეში” უნდა მოხვდნენ და გადაიხადონ უზარმაზარი თანხა, რომლის შეგროვებასაც სიცოცხლეშივე იწყებენ და ადგილებს წინასწარ ჯავშნიან.
P.S. ჰონგ-კონგი ლიდერია საცხოვრებელი ფართის სიძვირითაც – 1 კვ/მ-ის ფასი მერყეობს 24.8-27.5 ათას დოლარში, ისიც ძველი მოწყობის საცხოვრებლებში, ხოლო ახლებში, ფასები 1.5 ჯერ მეტია და ეს ყველაფერი ყველაზე ბიუჯეტურ საცხოვრებლებს ეხებათ. ფეშენებელურ საცხოვრებლებში, ყველა კომფორტით, 1 კვ/მ-ის ფასი კოსმიურ 178.7 ათას დოლარს აღწევს, თანაც თავისუფლად.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე
მსგავსი სტატიები
- 95
საინტერესო ფაქტია - ადამიანს კატა ან უყვარს, ან სძულს, როცა "საქმეზე საქმეზე მივა", მათ მიმართ გულგრილი არავინ არ იქნება, მხოლოდ - უკიდურესობა. როგორც წესი, კატების მოყვარულთ უჭირთ იმისი ახსნა, თუ რატომ არიან მათზე მიჯაჭვულნი და რატომ უყვართ ისენი, რა დროსაც სპეციალისტები, მათ მოძულეებს ურჩევენ გადახედონ თავიანთ ემოციონალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. გამოცდილმა ფსიქოლოგებმა…
- 94
- 89
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ამჯერად ანტისხეულების შესახებ გვიზიარებს ინფორმაციას. ექიმი წერს, რომ ახალ კვლევებზე დაყრდნობით თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და ანტისხეულები განვითარდა, მისი რეინფიცირების რისკი 10-ჯერ მცირდება. „ძალიან საინტერესო და ამავე დროს დადებითი ინფორმაციის მატარებელი კვლევა გამოქვეყნდა გუშინ, 23 დეკემბერს, The New England Journal of Medicine-ის ონლაინ ვერსიაში, სათაურით – „Antibody Status…
- 88
1. არ იფიქროთ იმაზე, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები – თავისფლების საიდუმლო 2. აზრები აუცილებლად მატერიალიზდება – სასურველის შექმნის საიდუმლო 3. შეიყვარეთ და მიიღეთ თქვენი სხეული – სილამაზის საიდუმლო 4. არ გაკიცხოთ და გააკრიტიკოთ როგორც, საკუთარი თავი, ასევე სხვები – მეგობრობის საიდუმლო 5. გაეცით სიყვარული და ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანების შეცვლას – სიყვარულის საიდუმლო 6. თავიდან ისწავლეთ გაცემა და მერე მიღება – სიმდიდირის საიდუმლო 7. ნაკლები იფიქრეთ,…