“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ეს შეიძლება სასამართლოსთვის მითითების მიცემა, მისი და მისი მედიის ღია პოლიტიკური დევნა იყოს. შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა ნიკა გვარამიას, არარაობა და კრიმინალი უწოდა.
“როცა პრემიერი კრიმინალად, თან მთავარ კრიმინალად გაცხადებს, იმ ვითარებაში, როცა არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა ჩემზე და როცა ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, როგორ უნდა იქნეს ეს აღქმული და შეფასებული? არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური დევნა?”, – წერს ნიკა გვარამია.