საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც დღეს ოზურგეთის თეატრის დასს შეხვდა, ამ წუთებში, კომენდანტის საათის დროს, ოზურგეთის ყოფილი მერის, ბეგი სიორიძის სასტუმრო “ოზურგეთი პლაზას” რესტორანში ქეიფობს.
წულუკიანმა თეატრი ისე დატოვა, რომ რამდენიმე საათით გარეთ მომლოდინე ჟურნალისტებს არ შეხვედრია.როგორც მედიას განუცხადეს, მინისტრმა ქალაქი მალევე დატოვა, თუმცა აღმოჩნდა რომ წულუკიანი ამ დრომდე ოზურგეთში იმყოფება და რესტორანში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვახშმობს.
მიუხედავად კომენდანტის საათისა და გამკაცრებული რეგულაციებისა, როგორც ჩანს ხელისუფალთ ეს დიდად არ ადარდებთ.
ჟურნალისტები ამ დეომდე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და ელოდებიან გააკეთებს თუ არა მინისტრი რაიმე კომენტარს.