ბახვი ჰესის მიერ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, კერძოდ, მშვიდობაური – უკანავას ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და ვანისქედის გზის კრიტიკული მონაკვეთების შეკეთება. სამუშაოები 23 ივნისს დაიწყო და ითვალისწინებდა გზაზე არსებული დაზიანებების შეკეთებას, რაც ხელს შეუწყობს შეუფერხებელ და უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობას აღნიშნულ მონაკვეთზე.
„ბახვი ჰესი მშენებლობის, ასევე გარემოსდაცვითი და სოციალური პროცესების მართვისას გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტებისა, იყენებს საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკებს. სწორედ, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და ასევე, სოფლის მოსახლეობასთან გაცემული დანაპირების აღსრულების მიზნით, რომელიც მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში გავეცით, 23 ივნისს დავიწყეთ სამუშაოები და დავასრულეთ რამდენიმე დღის წინ. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ამ სამუშაოებზე დასაქმებულები ადგილობრივები არიან“ – განაცხადა დავით კობერიძემ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა.
სოფლის მაცხოვრებლებთან შეთანხმების ფარგლებში, გზის შეკეთების სამუშაოები ჯამში 6,7 კილომეტრიანი სიგრძის გზის მონაკვეთზე განხორციელდა. სამუშაოები 2025 წლის ივლისის დასაწყისში დასრულდა.