გურიის მოამბე

ბახვი ჰესმა მშვიდობაური-უკანავას გზის მონაკვეთი შეაკეთა

ბახვი ჰესის მიერ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, კერძოდ, მშვიდობაური – უკანავას ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და ვანისქედის გზის კრიტიკული მონაკვეთების შეკეთება. სამუშაოები 23 ივნისს დაიწყო და ითვალისწინებდა გზაზე არსებული დაზიანებების შეკეთებას, რაც ხელს შეუწყობს შეუფერხებელ და უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობას აღნიშნულ მონაკვეთზე.

„ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს. მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ შევაკეთებდით გზაზე დაზიანებებს. შესაბამისად, 23 ივნისს დავიწყეთ სამუშაოები და დავასრულეთ რამდენიმე დღის წინ“ – განაცხადა დავით კობერიძემ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა.

სოფლის მაცხოვრებლებთან შეთანხმების ფარგლებში, გზის შეკეთების სამუშაოები  ჯამში 6,7 კილომეტრიანი სიგრძის გზის მონაკვეთზე განხორციელდა. სამუშაოები 2025 წლის ივლისის დასაწყისში დასრულდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights