გურიის მოამბე

ნოდარ გოგუა – თქვენი ხომ არავინ მომკვდარა (ჯერ!!), თქვენი ხომ არავინ დაშავებულა (ჯერ!!), თქვენი ხომ არავინ დაუჭერიათ (ჯერ!!)

ყველაფერი კარგადაა!!! არ დაუჯეროთ ამ რადიკალ-ტელევიზიებს!!! თქვენი ხომ არავინ მომკვდარა (ჯერ!!), თქვენი ხომ არავინ დაშავებულა (ჯერ!!), თქვენი ხომ არავინ დაუჭერიათ (ჯერ!!), თქვენ ხომ ჯერ კიდევ გაქვთ სამსახური (სალაფავი) (ჯერ!!!)????”!!! ჰოდა, მერე რა, თუ “ვიღაც” მოკვდა ან მოკლეს, თუ ვიღაც უმიზეზოდ დააპატიმრეს, ვიღაც, თუნდაც შენი მეგობარი, ურომლისოდაც ვრც კი სუნთქავდი, დაჩაგრეს, ცემეს, მოწამლეს, და ეს ყველაფერი იმიტომ გაუკეთეს, რომ შენ იმ ევროპაში იგულავო, რომლის მხარდაჭერისათვისაც ეს ხალხი, მათ შორის ის შენი მეგობარი 200 დღეზე მეტია ქუჩაში დგას და შენს მომავალს იცავს?????!!!! აბა, ახლა უცებ სარკეში ჩაიხედე და შენს თვალებს თვალი გაუსწორე!!!! თუ ეს შესძელი, მართლა არაფერი გეშველება!!!!!

კაცობრიობას რომ არ ჰყოლოდა ხალხი, რომლებიც დროს უსწრებდნენ, ჩვენ ახლაც გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით, თუმცა, ამ “დროის გამსწრებებს” თანამედროვენი არასოდეს წყალობდნენ, მეტიც – ეზიზღებოდათ, გიჟებად ნათლავდნენ!!! დღეს მსოფლიო გეოპოლიტიკის დონეზე განიხილება სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, კერძოდ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, მათი გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილება და აშკარა, ანტირუსული მისწრაფებები!!! მართლაც უდიდესი პოზიტიური მოვლენაა, რომელშიაც, ბედის ირონიაა, საქართველო არ მონაწილეობს!!! არადა, 34 წლის წინ, 1991 წელს, ზვიად გამსახურდია გვთავაზობდა ჩვენც და ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც “იბერიულ-კავკასიური სახლის” შექმნას, როგორც საბჭოთა ჯოჯოხეთიდან თავის დახსნის ერთადერთ საშუალებას!!! სიცილი დააყარეს, “ხომ ვამბობდით, რომ გიჟია!!” “დაღუპავს საქართველოს!!!” …… და დღეს ხომ კავკასიური სახლი იქმნება, ჩვენს გარეშე???!!! მერე, კი ბატონო, როცა საქართველოში ჩამოასვენეს, გმირად შერაცხეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს, ყველაზე მეტად ის ხალხი იხოკავდა ლოყებს, რომელნიც ათასი “ეპითეტით” ამკობდნენ მას!!!! ნეტა ოდესმე ვისწავლით ჭკუას???!!!

 

წერს სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ გოგუა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights