”გახსოვდეთ, 2024 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნათლად გამოხატა რუსეთის პოზიცია – დასავლეთის ქვეყნების მიერ ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში საჰაერო დარტყმისთვის მათი წარმოებული შორი რადიუსის სისტემების გამოყენების ნებართვის შესახებ.
ეს პოზიცია უცვლელი რჩება – რუსეთი თავის უფლებად მიიჩნევს, გამოიყენოს იარაღი და დაარტყას იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტებს, რომლებიც სხვებს თავისი წარმოებული შეიარაღების რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების საშუალებას მისცემენ. კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში კი, ჩვენ მკაცრ და სარკისებურ პასუხებს გავაგრძელებთ.