ნიკა მელია ამბობს, რომ ახალ პარტიას დააფუძნებს. ტელეკომპანია მთავარის ეთერში მან ისაუბრა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი აღარაა და სხვა პარტიაში გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს.
“მაშინდელი პარტია ხალხის ინტერესს ასახავდა, ხალხი მათში ხედავდა თავისნაირს. […] მე დღეს ეს უკვე ვეღარ დავინახე. ის წიაღი, საიდანაც დაიბადება დიდი გამარჯვება და ლომის წვლილს შევიტანთ, არის ის წიაღი, სადაც მე ვარ ბევრ ადამიანთან ერთად. მე რომ სხვაგან მენახა ამის შესაძლებლობა, ვიქნებოდი სხვაგან. არც ერთ მოქმედ პარტიაში არ ვხედავ შესაძლებლობას გაწევრიანებისა… [ვაფუძნებ] რა თქმა უნდა. ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის”, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, ახალი პარტია “გონივრულ ვადაში” დაფუძნდება.