როგორ აუჯანყდნენ ქობულეთლები და გურიანთლები ერთდროულად ორ იმპერიას

„მოსახლეობა ქობულეთში აჯანყდა მთავრობის შემავიწროვებელ ფინანსური და ადმინისტრაციული ღონისძიებების წინააღმდეგ. ჯარი თავმოყრილია. ჩენთან, გურიაში, ერთდროულად ადგილი ჰქონდა მანიფესტაციას, რომელიც კეთილსასურველად დამთავრდა.“
.
ზემოხსენებული გახლავთ ქუთაისის გუბერნატორის კოლიუბაკინის 1862 წლის 1 აპრილის დეპეშა მეფის ნაცვლის მთავარმმართველობის უფროსის კრუზენშტერნისადმი. დეპეშაში საუბარია იმაზე, რომ ქობულეთსა და გურიანთის უბანში აჯანყება ერთდროულად დაწყებულა, ამის შემდეგ გაგზავნილ დეპეშის მიხედვით კი გურიანთაში 200 შეირაღებული აჯანყებული იყო მობილიზებული. ასევე როგორც წერილებიდან ჩანს ეს მოვლენები ერთმანეთთან კავშირში უნდა ყოფილიყო.
.
აქ საინტერესო ისაა, რომ 1862 წელს ქობულეთი ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა, ხოლო გურიანთა რუსეთის იმპერიაში და ორივე იმპერიას ერთად აუჯანყდნენ.
.
დეპეშებიდან ასევე ირკვევა, რომ აჯანყება დაიწყო 1862 წლის მარტის დასაწყისში და ამავე წლის 1 აპირილისათვის გურიანთაში უკვე დასრულებული იყო. საინტერესოა ის, რომ მანამდე (1819-20; 1828-9 და 1841 წლები) და მას შემდეგაც გურიაში მომხდარ თითქმის ყველა აჯანყებაში ქობულეთლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ასევე უნდა აღი იშნოს, რომ ოსმალების წინააღმდეგ გამოსვლები ქობულეთში საკმაოდ ხშირი იყო.
.
1862 წელს კიდევ რამდენიმე აჯანყება მოხდა გურიაში და ამ წელს დიდი მღელვარება იყო.
.
– შ. ჩხეტია – გლეხთა მოძრაობა გურიაში 1862 წელს – 1953 წელი
უჩა ჯაფარიძის ნახატი – გურიის 1841 წლის აჯანყება.
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share