სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 14 405 და გამოჯანმრთელების 24 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 42 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
18 თებერვლის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 526 205 , ბოლო 24 საათში – 14 405
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 348 581 , ბოლო 24 საათში – 24 409
მათ შორის გარდაცვლილი – 15 771 , ბოლო 24 საათში – 42
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 48 595, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 616, PCR ტესტით – 17 979
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 29,64%, ბოლო 14 დღის – 32,04%, ბოლო 7 დღის – 30,78%
სულ აცრილია – 2 791 310, დღიურად აცრილია – 3 078
კარანტინის რეჟიმში – 16
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 818
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 013.