გურიის მოამბე

ჟურნალისტი – საარჩევნო სიებს საყვარლებით აკომპლექტებენ და ხალხს აჯერებენ, რომ ოჯახურ ღირებულებებზე ზრუნავენ

ტიპები საარჩევნო სიებს საყვარლებით აკომპლექტებენ და ხალხს აჯერებენ, რომ ოჯახურ ღირებულებებზე ზრუნავენ.
– მილიონებად ღირებულ სასახლეებს იშენებენ და ხალხს აჯერებენ, რომ სუპი თუ გაქვს და მარტო იმას ჭამ, ბედნიერი უნდა იყო.
– შვილებს სასწავლებლად და საცხოვრებლად ევროპასა და ამერიკაში უშვებენ და ხალხს, ვისაც სასწავლებლად წასვლა მხოლოდ გრანტით შეეძლო, აჯერებენ, რომ საქართველოს უცხოური გრანტი არ სჭირდება და უცხოეთში სწავლა საჭირო არაა.
– ევროპის დედაქალქებში ბინებს ყიდულობენ და ხალხს აჯერებენ, რომ ევროპა “აგეებს”.
– თვითონ დასასვნებლად უცხოეთში ვარდისფერი ფლამინგოებით დადიან და აქ ხალხს აჯერებენ, რომ დასავლეთს “ქალი ქალია და კაცი კაცია” არ მოსწონს. და ამის შეცვლს ითხოვს.
– თვითონ სისხლის ანალიზზეც და “ჩექაფზეც” უცხოეთში დარბიან და ხალხს აჯერებენ, რომ ვიზალიბერალიზაცია რომ გაუქმდება და სიმსივნით დაავადებულ ადამიანს თვეობით მოუწევს რიგში დგომა ვიზისთვის, ეგ მნიშვნელოვანი არაა.
– თვითონ მილიონებს შოულობენ და ხალხს აჯერებენ, რომ უვიზოდ უცხოეთში რომ მიდიხარ და ოჯახის სარჩენად ორ კაპიკს შოულობ და ეგ გზა ჩაგეკეტება, არაფერია, მთავარია, ღირსეულად შიმშილით მოკვდე.
– თვითონ ბედნიერად ცხოვრობენ და ხალხს აჯერებენ, რომ ვიზები თუ გაუქმდება და ემიგრაციაში გადახვეწილ მშობლებს შვილები ვეღარ ნახავენ, ეგ არაფერია, მთავარია ღირსეულად ორ ფეხზე იდგნენ აქ მონატრებულები.
– სომხეთი ევროპასთან ვიზალიბერალიზაციას ითხოვს, მოლდოვა ისე ახლოსაა ევროკავშირთან, როგორც არასდროს და ესენი ხალხს აჯერებენ, რომ დასავლეთი ჩვენგან ომის დაწყებას ითხოვს.
– ტიპები ხალხს აჯერებენ, რომ ანწუხელიძე ვიღაცის ინტერესებს შეეწირა და საერთოდაც, ახალი სახის გმირები გვჭორდება.
– თვითონ კანონეს ტანზე ირგებენ, ჭრიან, კერავენ და იტოლებენ, როგორც ეკომფორტყლებად და ხალხს აჯერებენ, ოპოზიციის ლიდერებს იმიტომ ვიჭერთ, კანონებს პატივს არ სცემენო.
– ყველა საქმეს ქუჩაში კრიმინალებთან აგვარებემ და ხალხს აჯერებენ, დანაშაულს ვებრძვითო.
– თვითონ საკუთარი სკამების, ქონების, შვილების სიმდიდრეში ყოფნის, კორუფციით ნაშოვნი მილიონების გადარჩენას ცდილობენ და ხალხს აჯერებენ, რომ ადამიანებზე ზრუნავენ….
– ვისაც არ სჯერა, იჭერენ, აჯარიმებენ, აკოტრებენ, ქვეყნიდან აგდებენ, სახლებში უვარდებიან, აქციებზე სპეცრაზმს ასახიჩრებინებენ და მერე ამათვე იჭერენ, პილიციელს “ლოყა აუწითლდა” ან მანდატურს ხელი მოხვდა ან სპეცრაზმელს ფეხი ეტკინაო;
– ვისაც არ სჯერა, იმათ კრიტიკული მედიიდან ამბის გაგების საშუალებას ართმევენ, ტელევიზიებს აკოტრებენ, ონლაინგამოცემებს დაფინანსების წყაროებს უსპობენ, ჟურნალისტებს აპატიმრებენ…
– ვისაც სჯერა, იმედსა და რუსთავი 2-ს უყურებს, “დაუჯერებლებს” კედელ-კედელ დასდევს და ღირსეულად ბედნიერია
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ჟურნალისტი, თეო გილიგაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights