გურიის მოამბე

ჩოხატაურის ფოსტამ- თანამშრომლის “დეკრეტულ შვებულებაში” გასვლის გამო ფუნქციონირება შეაჩერა

“საქართველოს ფოსტის ჩოხატაურის სერვის ცენტრმა – თანამშრომლის “დეკრეტულ შვებულებაში” გასვლის გამო ფუნქციონირება შეაჩერა, რის გამოც ჩოხატაურელები გზავნილებსა და ამანათებს, რამდენიმე დღეა ოზურგეთსა და ლანჩხუთში ღებულობენ”
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ჩოხატაურიდან გვაცნობეს.
“გურიის მოამბე”, სიტუაციაში გარკვევის მიზნით, საქართველოს ფოსტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა:
“დროებითაა დაკეტილი, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს”
გვითხრეს, ადმინისტრაციაში.
“გურიის მოამბე” – ვრცელდება ინფორმაცია, რომ დირექტორია დეკრეტულ შვებულებაში და რამდენ ხანს შეიძლება იყოს ფოსტა დაკეტილი?
“ბატონო, მოიწერეთ წერილობით და გიპასუხებთ, მიზეზი არ ვიცით” – ადმინისტრაციის წარმომადგენელი პასუხში ასეთი კატეგორიული იყო.
ანუ გამოდის, რომ ჩოხატაურელი, რომელიც ფოსტაში წერილის გასაგზავნად  მივა და ფოსტა დაკეტილი დახვდება, უნდა წავიდეს ოზურგეთში და ფოსტის ადმინისტრაციას მიწეროს, როდის გაიხსნება ჩოხატაურის სერვის ცენტრი ან რატოა დაკეტილი და იქვე, ოზურგეთში, დაახლოებით 10 დღე დაელოდოს პასუხს.
არადა თბილისში, ჩოხატაურიდან ამანათის ფეხით ჩატანას, სულ რაღაც – სამი დღე უნდა.

 ოფიციალური ინფორმაცია კი, ჩოხატაურის ფოსტის შესახებ, მხოლოდ ეს იძებნება.

საქართველოს ფოსტის ჩოხატაურის საფოსტო სერვისცენტრი

საქართველოს ფოსტის ჩოხატაურის საფოსტო სერვისცენტრი · იურიდიული სტატუსი: შ.პ.ს. საფოსტო ინდექსი: 4900. დირექტორი: თეონა სიხარულიძე · საინ. კოდი: 203836233.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights