გამოცემა “ბათუმელების” რედაქტორის ეთერ თურაძის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზაციაზე დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენამდე ერთი კვირით ადრე, დადებული ინკასო, “არის ინსტრუმენტი მზიას წინააღმდეგ”.
მისი თქმით, სახელმწიფომ მზია ამაღლობელს “ყველაფერი უკანონო გაუკეთა” და ეს არის ახალი ეტაპი, რომ “მისი შექმნილი ორგანიზაცია გაანადგურონ.
”მზიას განაჩენამდე ერთი კვირით ადრე დაადეს ორგანიზაციის ანგარიშებს ინკასო, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ინსტრუმენტი მზიას წინააღმდეგ, რა თქმა უნდა. ეს არის გეგმა, რომ დამატებით ანერვიულონ. მას ხომ ყველაფერი გაუკეთეს უკანონო, რაც შეიძლება სახელმწიფომ ერთ ადამიანს გაუკეთოს, ერთ ადამიანს გაუკეთოს, ყველაფერი გადაატარეს. ეს არის ახალი ეტაპი, რომ მისი შექმნილი, ნალოლიავები ორგანიზაცია გაანადგურონ.
ჩვენ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, შეუძლებელია, წარმოდგენელია მზია ამაღლობელი იყოს ციხეში და ჩვენ რამემ გაგვაჩეროს,” – განცხადა ეთერ თურაძემ.
ცნობისთვის, შემოსავლებმა ინკასოს ოფიციალური მიზეზად დავალიანება დაასახელა, თუმცა მედია ორგანიზაციაში თვლიან, რომ რეალური მიზეზი მედია ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტაა.