გურიის მოამბე

შოთა გოგიბერიძე – ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

ოზურგეთში, “ეროვნული ფორუმისა” და შემდგომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, შოთა გოგიბერიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ “სატრანსპორტო კომპანიის” დირექტორის (ბიძინა გობრონიძე), მოადგილედ დაინიშნა.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” თავად გოგიბერიძემ დაუდასტურა:

“გიორგი კობალავა, რომელიც ამ ადგილზე მუშაობდა მერიაში გადავიდა სამუშაოდ და ამის შემდეგ დავინიშნე მე” – გვითხრა მან.

კომპანიის განკარგულებაში მუნიციპალური ტრანსპორტი და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომებია.

თავის დროზე გოგიბერიძეს ოზურგეთის პროკურატურაში, “მაციონალური მოძრაობის” დროის პირველ ნახევარში კი გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობდა.

2014 წლის ოზურგეთის მერობის არჩევნებისას ის მეორე ტურში გადავიდა, სადაც ბეგლარ სიორიძესთან დამარცხდა.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ოზურგეთის მერის ძმამ. არჩილ თალაკვაძემ, ზარზეიმით გვამცნო. რომ შოთა გოგიბერიძე, მის გუნდთან ერთად, რომელიც მანამდე ოპოზიციაში იყო, “ქართული ოცნების” გუნდს შეუერთდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights